მთავარისიახლეებისამართალიროგორც მოსალოდნელი იყო, პოროშენკოს ექსპერტებმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა...

როგორც მოსალოდნელი იყო, პოროშენკოს ექსპერტებმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურეს

Published on

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ტექნიკისა და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა.- ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.
 
„ფარული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ფრაზები ოქმში არის პერსონიფიცირებული“, – განაცხადა სარგანმა. მისი თქმით, „დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის, კურჩენკოს, დინიკისა და დანგაძის სისხლის სამართლის დანაშაულების დოკუმენტირებაში ეხმარებიან, დაკითხულები არიან მოწმის სახით და ამჟამად სახელმწიფო დაცვით სარგებლოგენ“.
 
აქამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...