მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრანკერი ლექსუსი – სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბრის ჩანაწერი უკანალიდან გამოთრეული აშკარა ფეიკია

პრანკერი ლექსუსი – სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბრის ჩანაწერი უკანალიდან გამოთრეული აშკარა ფეიკია

Published on

ცნობილი რუსი პრანკერი ლექსუსი გამოთქვამს მოსაზრებას თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და სერგეი კურჩენკოს შორის შემდგარი საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით.
 
 პრანკერს არ სჯერა ამ Cანაწერის ნამდვილობისა და ამის არგუმენტებად მოყავს რამდენიმე ტექნიკური ნიუანსი, რომელიც ქმნის საფუძველს ვარაუდისა , რომ ეს ფირები სხვადასხვა ჩანაწერებისგან არის დამონტაჟებული. 
 
პირველ რიგში მას ,,კურჩენკოს’’ ხმა აეჭვებს. .. ხმა ფირზე ნამდვილად სააკაშვილის უნდა იყოს, აი კურჩენკოსთან დაკავშირებით კი სხვა რაღაცასთან უნდა გვქონდეს საქმე. საერთოდ კურჩენკოს ხმას არცთუ ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ იგი ჩემთვისაც კი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მედიიდან მსმენია.   გავრცელებულ ჩანაწერში პირველ რიგში  მძაბავს და მაცბუნებს რაღაცნაირად თეატრალური და დაყენებული წარმოთქმის მანერა და გამოთქმები, რომელთაც ადამიანები, როგორც წესი, არასოდეს იყენებენ  საუბარში, რომელიც ნამდვილად და ბუნებრივად მიმდინარეობს.
მხედველობაში მაქვს მის მიერ ამ საუბარში რუსეთის ხსენებაც – ამბობს პრანკერი.  იგი არ გამორიცხავს, რომ ხმა შესაძლოა  ნამდვილად კურჩენკოსი იყოს, ორიგინალია, მაგრამ მისი აზრით ამ შემთხვევაში იგი ნამდვილად სხვასთან  ლაპარაკობს და არა მიხოსთან (მიხეილ სააკაშვილთან).
 
ასე მგონია, ეს რომ თუნდაც კურჩენკო იყოს, იგი თავის ბიხზნეს საქმეებს განიხილავს ვიღაც სხვასთან: ,,უბ რალოდ აიღეს ფრაგმენტები მისი მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალებიდან და პირდაპირ ჩასვეს მიხეილ სააკაშვლის მიყურადებისას მოპოვებულ სხვა   ჩანაწერებში''– იგი დარწმუნებულია, რომ ეს მონტაჟია. 
 
მეორე – ჩანაწერი აშკარად შეწებებულ – გადაწებებულია, ფრაზები საუბრის კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ეს ყურს ხვდება ფონიდანაც ,  რომელიც მოსაუბრეების ხმებს ახლავს და მკაფიოდ იცვლება სპიკერის გადანაცვლების კვალდაკვალ. მათი ინტონაციები და ემოციები მკვეთრად იცვლება, რაც ბუნებრივ საუბარში არ ხდება . არ გამიკვირდება, თუ  აღმოჩნდება რომ ეს  გაკეთებულია გაცილებით ადრე , სრულიად სხვადასხვა ჩანაწერებიდან ამოჭრილი ფრაზების მექნიკური შეერთებით, მაგრამ გაკეთებულია ისე უხეშად და უვიცად, რომ  ვერც წარმოიდგენთ. 
 
მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მონდომებით,  მაგრამ ძალიან უნიჭოდ მომზადებული პროვოკაცია, რომელიც, როგორც იტყვიან ,,უკანალიდან არის  გამოთრეული’’ .
 
დიდი კითხვის ნიშნებია სააკაშვილის ხმის მიმართაც. მოუსმინეთ ფირის ბოლო  ფრაზებს , როცა  სააკაშვილი მოსაუბრეს ემშვიდობება – იგი ჯერ ძალიან დაძაბული ხმით ამბობს ,,კარგი, შევთანხმდით.’’ და იქვე ძალიან დუნედ , სასხვათაშორისოდ დასძენს : ,,კარგი, ჰო, ნახვამდის’’
 
 მე მქონია მასთან პრანკი და კარგად ვიცნობ მისი საუბრის რიტმიკას რეალურ ცხოვრებაში – აქ  ის აშკარად ორ სხვადასხვა  თანამოსაუბრესთან ლაპარაკობს.   და საერთოდ,  თავად მთელი საუბარიც აბსურდულია – ჰომო საფიენსები ერთმანეთში ასე არ ლაპარაკობენ  – აცხადებს ლექსუსი .
 
იმაზე, რომ ეს საუბარი რომ აშკარა ფეიკია, ლაპარაკობს ყველა,  ვისაც მოუსმენია პოროშენკოს დამქაშ ლუცენკოს მიერ მომზადებული ეს ფირი – წერს უკრაინული მედია. 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ლექსუსი ის პრანკერია, რომელმაც გიორგი მღებრიშვილი გააცურა და სისულელეები ალაპარაკა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით
 
შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროების სამსახურის  ექსპერტიზამ გავრცელებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა.- თუმცა  მისი გაცხადება ეხება ცალკეულ ფრაზებს და სიტყვებს, და არა მთელ საუბარს, რომელსაც პოროშენკოს ექსპრტებისგან განსხვავებით 
მიუკერძოებელი სპეციალისტები დამონტაჟებულად თვლიან 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...