მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი ქართველი, მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა

აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი ქართველი, მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა

Published on

აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი ქართველი, მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა. ამ ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში .
 
მანუჩარ წვიშბაია მიმდინარე წელს იქნა დაკავებული  რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ  აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. სასაზღვრო სამმართველოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საბუთები არ გააჩნდა და მიზანმიმართულად დაარღვია საზღვარი საქართველოდან აფხაზეთში გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.
 
  ქართული მხარე პერმანენტულად აყენებდა მისი გათავისუფლების მოთხოვნას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე  და სედეგიც მიღწეულია – მანუჩარ წვიშბაია ახალ წელს თავის სახლში შეხვდება. 
 
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დრანდის ციხიდან, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა გიორგი ლუკავაც, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰონდა მისჯილი.
 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...