მთავარისიახლეებისამართალი,, თუ ჩემი შვილი ამ მდგომარეობიდან არ გამოვა, მე სხვა გზას ავირჩევ....

,, თუ ჩემი შვილი ამ მდგომარეობიდან არ გამოვა, მე სხვა გზას ავირჩევ. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ” – აცხადებს დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მამა

Published on

პანკისში ჩატარებული  სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ღრმა კომატოზურ მდგომარეობაშია, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება  იმყოფება და  მართვით სუნთქვაზეა. ექიმების  ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალგაზრდას ოპერაციის შემდგომ გართულებები არ აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა – თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ტვინიც მნიშვნელოვნად დააზიანა და პროგნოზის გაკეთება რთულია".
 
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის ახალგაზრდას ტერორიზმის ხელშეწყობაში ედავება. 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პანკისსა და თბილისში სულ 5 პირი დააკავეს. 
 
 
 დაჭრილი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი  ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა კარი შეამტვრიეს და მეორე სართულზე, იმ ოთახისკენ გაემართნენ, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.
 
„ჩემი შვილი დილის ლოცვამდე არ იძინებდა, ჩვენთან დილის ლოცვა 04:30-ზე არის. ბავშვი იყო მაღალი, 198 სანტიმეტრი სიმაღლეში და წოლისას მხრებით საწოლის თავს იყო მიბჯენილი. როგორც ჩანს, ხელში ტელეფონი ეჭირა და თავში ნასროლია მწოლიარე მდგომარეობაში, ტყვია კედელშია ჩარჩენილი. ხმაურზე გამოვედი და მე ბეტონზე დამაგდეს, არ მიშვებდნენ ზევით. მესმოდა როგორ გამოიძახეს სასწრაფო და დაახლოებით 1 საათის შემდეგ თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს და დატოვეს, რადგან თბილისამდე ვერ ჩაიყვანდნენ“,
„საავადმყოფოდან სოფელში დავბრუნდები, კარგი თუ ცუდი გზით მხოლოდ ჩემს შვილთან ერთად. თუ ჩემი შვილი ამ მდგომარეობიდან არ გამოვა, მე სხვა გზას ავირჩევ. ვეცდები სიმართლე დავადგინო სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით. ეს ასე არ ჩაივლის. დღეს ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, ვინც ჩემს შვილს ესროლა, სანამ მას არ ჩამაბარებენ, არ გავჩუმდები, არ გავჩერდები. მე დავიწყებ რუსეთიდან, ევროპიდან, ალაჰის წყალობით, მყავს ხალხი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებ", – ამბობს იგი
 
დუისში ჩატარებული სპრცოპერაციისას ძალოვანების ქმედების  მეთოდებს და კონკრეტუად თემირლან ჩალიკასვილის დაჭრის გარემოებებს უარყოფითად აფასებს  პანკისის ხეობის მკვიდრთა უდიდესი უმრავლესობა და აცხადებს, რომ  სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ აქციაც გამართეს და ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს. 
 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...