მთავარისიახლეებისაზოგადოება1000 ევრო და 2 ათას 500 ფუნტი - ყაჩაღების ნადავლი ვაკეში ბიზნესმენის...

1000 ევრო და 2 ათას 500 ფუნტი – ყაჩაღების ნადავლი ვაკეში ბიზნესმენის ბინაზე თავადასხმის შედეგად

Published on

ყაჩაღობა ვაკეში – მარუხის ქუჩაზე ნიღბიანმა პირებმა საცხოვრებელი ბინა დააყაჩაღეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბიზნესმენ ლევან ხუროძის ბინაში შეიჭრნენ და ფული წაიღეს.
 
ბინაში გამთენიისას შეიჭრნენ და გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1000 ევრო და 2 ათას 500 ფუნტი.
 
ამ დროისთვის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
 
ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებებს არავინ დაუკავებიათ.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...