მთავარისიახლეებისამართალირატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს - პანკისის უხუცესები ხელისუფლებისგან...

რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს – პანკისის უხუცესები ხელისუფლებისგან ხეობის საზოგადოების აზრის გათვალისწინებას და გამოძიების ობიექტურ ჩატარებას მოითხოვენ

Published on

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. უხუცესები სოფელ ომალოში შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ. მიმართვა დღეს ჩატარებულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე გაავრცელეს. 
 
"ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინ არის. მაგრამ ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად, ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთვქვამთ, რომ ქართული ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას", – ნათქვამია განცხადებაში
 
„ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უადნაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესს,“ – განაცხადა დღევანდელ შეკრებაზე  პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა.
 
ადგილობრივებს განსაკუთრებით ბევრი კითხვა  აქვთ, თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს.
„თუ შევნიშნავთ, რომ არ მიმდინარეობს ობიექტურად გამოძიება, გამოვნახავთ ღონისძიებას, თუ რა როგორ წარიმართოს,“- აღნიშნა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა. 
 
 

სიახლეები

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...