მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი გატაცების გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი გატაცების გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი გატაცების გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ განუცხადა. 

„ჩვენ ახლა ვამზადეთ სარჩელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ბანდიტიზმისთვის, თავდასხმასა და ადამიანის გატაცებისთვის. მათ მე გამიტაცეს. ეს ოფიციალურად დადასტურებულია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე აპირებს სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მოითხოვს კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რომელიც მას ძალოვნებმა მიაყენეს. 

„ჩვენ ასევე ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მე მოვითხოვ კომპენსაციას გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, თუ რას უკეთებენ უკრაინელ მოქალაქეებს ყოველდღიურად“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...