მთავარისიახლეებისაზოგადოებამსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს- ოჯახი დახმარებას ითხოვს

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს- ოჯახი დახმარებას ითხოვს

Published on

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს. "მეგობრებო, ვწუხვარ, რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს! მსახიობ გიორგი მახარაძეს, სამწუხაროდ, დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით. 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა). დიდი მადლობა ყველას", – წერს ქაცარავა. 
 
ცნობისთვის, გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ტიფლისმა" და "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული. 
 
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი ბანკის“ ანგარიშზე: GE16TB7747845061100065  

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...