შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა – ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. მან თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. ისინი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს."- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სიახლეები
სიახლეები
“მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე დააჯარიმეს
"მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე ოლიგარქის პოლიციამ დააჯარიმა. ნათია გოგსაძეს 2 თებერვალს...
სიახლეები
ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები -ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის ტექსტში ევროპელი...
მსოფლიო
“თუკი ომის დასრულების მომენტში საქართველოში ისევ ივანიშვილის რეჟიმი იქნება, რუსული ჯარი გახდება მისი არსებობის გარანტორი”
უკრაინაში ზავის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს დავით ბატაშვილი, რომელიც პერიოდულად, ძირფესვიანად მიმოიხილავს...
პოლიტიკა
რა მოხდა კულისებში კულტურის მინისტრსა და პულტის რეჟისორს შორის, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე – დეტალები
აქ გიამბობთ იმ შოკის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად მიიღო კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ფილარმონიაში,...