მთავარისიახლეებისამართალიპოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

Published on

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა რატიანის ადვოკატმა დააყენა.ანა ნასრაშვილის განცხადებით, ზვიად რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკურნალობას სახლში გადის, მას ტვინის შერყევა აქვს და მხარემ პროცესის გადადება ამის გამო მოითხოვა.სასამართლო სხდომა 17 იანვარს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.​საქალაქო სასამართლოში დღეს ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე უნდა ემსჯელათ.როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...