მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართული სიტყვა ,,მეუღლე'' ჰოლანდიური აქცენტით

ქართული სიტყვა ,,მეუღლე” ჰოლანდიური აქცენტით

Published on

 დღეს საქართველოს პირველი ლედისა და საზოგადო მოღვაწის სანდრა რულოვსის დაბადების დღეა. 
 
ლედი სანდრა რულოვსმა  ძალიან მაღლა შემოდო თამასა, რომელიც პირველი ლედის მისიას უკავშირდება. აქედანვე ცხადია,  ეს სიმაღლე ყოველთვის ძნელად დასაძლევი  იქნება ყველასთვის, ვისაც  მომავალში ამ ტიტულის ტარებას დააკისრებს ცხოვრება,   რადგან სანდრა რულოვსთან ფრთების დატოლება მოითხოვს თავგანწირულ (!) სიყვარულს  სამშობლოდ მიღებული ქვეყნისთვის,   თანადგომას მეუღლისადმი ურთულესი პოლიტიკური ქარტეხილების ჟამსაც და, ერთი შეხედვით, რუტინულ  დღეებშიც , თუკი ასეთი რამ   შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანას სრულიად განასკუთრებულ პირობებში აშენებს: ეს არის ძნელად დასაძლევი წინააღმდეგობა ძველსა და ახალს, გარეშე მტრის  იმპერიულ, კოლონიალურ პოლიტიკასა და ეროვნულ, სახელმწიფო  ინტერესებს, საბჭოურსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ქვეშევრდომულ განწყობებსა და ღირსეულ მოქალაქეობრივ პოზიციას შორის.
 
სრულიად განსაკუთრებული სახალხო სიყვარულის გარდა, სანდრა  რულოვსს უდიერთაგან ნასროლიტალახის ბელტებიც არ ააცდინა  ქართულმა პარადოქსებმა, თუმცა კვლავ და კვლავ რჩება დადასტურებად ჭეშმარიტებისა, რომ მარმარილოს ტალახი არ ეკვრის.
 
მისი ცხოვრება გავს ოპტიმისტური დრამის სცენარს, რომლის მთავრი პერსონაჟი გამუდმებულ შიშსა და ფიქრშია ქვეყანაზე, რომელიც მისი სამშობლო გახდა, ხალხზე, რომელსაც უჭირს, შია, წყურია და წამლის ფული არა აქვს. ის, როგორც პირველი ლედის კლასიკურ სახეს შეეფერება, ზრუნავს ობლებსა და მოუცებზე, დაუცველ ქალებზე, კაპიკ–კაპიკ აგროვებს და აფინანსებს იმ ახალგაზრდების განათლებას, რომელთაც უნდა შეცვალონ ქვეყნის მომავალი და, ბოლოს და ბოლოს, თუ საჭიროა, ცხვირის აბზუების გარეშე ატარებს  მძიმე ავადმყოფების ( მათ შორის თვით შვილებისგან მიტოვებულების) ღამის ქოთნებს, ის, პირველი ლედი… ის, სანდრა რულოვსი…
 
სანდრა რულოვსის პოლიტიკური სახე  დასავლეთევროპელის  გარეგნული თავშეკავებულობის, სულში ჩაბრუნებული ემოციებისა და გულში ქართული ცეცხლის ნაზავია,  იგი გამოიცადა და კვლავაც გადის გამოცდას ახალ – ახალ,  ხშირად წარმოუდგენელ, ექსტრემალურ პირობებში. 
 
რომელი მწერალი მოიფიქრებდა  იმაზე მძაფრსიუჟეტიან  სცენარს, რომელსაც ჯერ საქართველოში, ახლა კი უკრაინაში მიყვება მისი ცხოვრება.
 
 
დღეს ის უკრაინაშია, იქ, სადაც წყდება როგორც ამ ქვეყნის, ისე საქართველოს ბედი, იქ სადაც მტკიცედ დგას პრეზიდენტი სააკაშვილი, ვისთვის  – კვარცხლბეკზე, ვისთვის – როგორც  გიჟი სახურავზე ( თუ იციან ნეტავ, რომ რომ ასეთი ,,სიგიჟის'' სინონიმი გმირის გახელებაა).
 
და ბოლოს, არ არის გასაკვირი, რომ უამრავ მილოცვაში, რომელსაც ლედი სანდრა დღეს იღებს სოციალური ქსელების მეშვეობით,  ბოდიშები ჭარბობს, ბოდიშები, რომელსაც მას უბრალო ხალხი უხდის და არა ის, ვისაც ამ ბოდიშის მოხდა მართებს. ასეთია ისევ და ისევ ქართული პარადოქსები.  

 

 

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....