მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

Published on

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ლევან ჯანაშია ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.მისი თქმით, არჩევნების პირველი ტურის წარმართვის პროცესი მისთვის მიუღებელია, რის გამოც არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი.  „ბუნებრივია, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩვენ არ ვეთანხმებით პირველი ტურის წარმართვის პროცესს და არჩევნების შედეგი ბათილად უნდა იყოს ცნობილი. ამის გასაჩივრებას სასამართლოში ვაპირებთ. შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობაზე არავითარი საუბარიც არ გვაქვს“, – განცხადა ლევან ჯანაშიამ. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური დღეს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა პირველი ტურის არჩევნებში ასეთია: ასათიანი დავითი -1128 ხმა, ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ებრალიძე დავითი – 31 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...