მთავარისიახლეებისამართალიჩაწყობილი თამაშების გამო დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ჩაწყობილი თამაშების გამო დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

Published on

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი კომერციული მოსყიდვის თაობაზე ბრალს არ აღიარებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. უფლებადამცველი მის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს ესაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ 12:00 საათზე წარუდგენენ. ადვოკატის თქმით, კვარაცხელიაც და დათიკაშვილიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ არის პროვოცირებული, თუმცა, მის ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს."დანაშაული პროვოცირებულია. ყველა გარემოების გამოკვლევა ჩატარდება. ვიცით ის პირი, ვინც პროვოცირება მოაწყო აღნიშნულის და მას რაში აწყობდა ასეთი, რამ ეს საკვლევია. ვერ გეტყვით, თუ ვიზეა საუბარი, მოქალაქეა თუ ჩანერგილი პირი, ამას დავადგენთ ჩვენ თვითონ გამოძიების მასალებით", – განაცხადა ადვოკატმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს. 

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...