საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლომ 3 ინვრისთვის გადადო

0
432
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა  სააპელაციო სასამართლომ 3 ინვრისთვის გადადო.
პროცესის გადადება იმ დღისთვის, როცა საზოგადოება ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომას აღნიშნავს,  მიზნადისახავს გამოიტანონ ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებისთვის მომგებიანია! – წერს  მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
 
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ამ პროცესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა:
,,მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა, ვინც ჩემი 50 წლის იუბილე მომილოცა.  მე დღეს განსაკუთრებულად, მუქარის ქვეშ ვხვდები ჩემს დაბადების დღეს, იმ მუქარის, რომელიც დაკავშირებულია ჩემს შიდა პატიმრობასთან, რამდენადაც პირველი ინსტანციის, პეჩერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლარისა ცოკოლმა  სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლა და  თავის გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ დაწერა, რომ ჩემდამი აღძრული საქმე არის ფეიკი, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს არის მათი ფანტაზიის ნაყოფი. პროკურატურა კი ამ გადაწყვეტილებამ არ დააკმაყოფილა და ხვალ სააპელაციო სასამართლოში მათ სურთ  გამომიტანონ განაჩენი და მომისაჯონ შიდა პატიმრობა.  ეს იმას ნიშნავს, რომ  არ მექნება საშუალება თქვენთან ურთიერთობის, ვიარო კიევის ქუჩებში და, რაც უმთავრესია, იქიდან უკვე მარტივად შეასრულონ პუტინის დაკვეთა- მოახდინონ  ჩემი ექსტრადიცია საქართველოში, რათა ახდეს ქართველი ოლგაქრის და "გაზპრომის" მსხვილი მეწილის – ივანიშვილის ოცნება,  მომისაჯონ აბსურდული სასჯელი. 
 
 მინდა მცირეოდენი ახსნა გამარტება გავაკეთო ჩემი მხარდამჭერებისა და ჩემდამი არაგულგრილად  დამოკიდებული  ადამიანების მიმართ: მე შემეძლო საერთოდ არ დავბრუნებულიყავი უკრაინაში,  უპრობლემოდ წავსულიყავი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი აქ , რადგან მჯერა უკრაინის მომავლის, მჯერა, რომ ყველა ეს სიძნელე დროებითია და რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. 
 
 ამ ბრძოლის გაგრძელებისთვის ხვალ, მე თქვენი მხარდაჭერა.მჭირდება,   თქვენი ყოფნა სააპელაციო სასამართლოსთან. ჩემი  სურვილი და თხოვნა, რომ რაც შეიძლება ბევრნი მოხვიდეთ, რათა მოსამართლეებმა , რომლებსაც სურთ მე უკანონოდ ჩამკეტონ, იცოდნენ, რომ ხალხს მათი ცრუ ბრალდებების არ სჯერა''.
 
ჩვენ აუცილებლად შევცვლით ქვეყანას!   ჩვენ ავაშენებთ დიდი უკრაინას! ჩვენ შევძლებთ გავარღვიოთ ეს სიცრუის კედელი, მაგრამ ხვალ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მათ მიიღონ ჩემი ჩაკეტვის გადაწყვეტილება. იქ იქნებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, აშშ-ის  და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობა, მსოფლიო პრესა, მაგრამ მე მჭირდებით თქვენ. მდოით და დავეხმაროთ კვლავ ერთმანეთს. დამეხმარეთ მე, რომ მე დავეხმარო უკრაინას! მე ვრჩები თქვენთან და მომეცით ამის საშუალება, რომ დავრჩე თქვენთან!
 
შეხვედრამე. ხვალ 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან.
 

პრეზიდენტის თხოვნის პასუხად დღეს კიევში, სააპელაციო სასამართლოსთან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. 
 
 

წინა სტატია,,კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა სახეში სილა გაწნეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრს” – კარლეს პუჩდემონი
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკოს განკარგულებით მოსამართლე ცოკოლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური