მთავარისიახლეებისაზოგადოებამოვაჭრეები წვიმიან ამინდში დატბორილი შიდა ბილიკების მოწესრიგებას ითხოვენ

მოვაჭრეები წვიმიან ამინდში დატბორილი შიდა ბილიკების მოწესრიგებას ითხოვენ

Published on

ზუდიდის ბაზრის მოვაჭრეები დილით ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ ბაზარში წყლის ამოტუმბვას ითხოვდნენ. მოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ წვიმიან ამინდში დახლებთან მისასვლელი გზები იტბორება და ეს პრობლემა წლებია არსებობს.მოვაჭრეების განმარტებით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს ადმინისტრაციას, სადაც  განმარტავენ, რომ   აღნიშნული პრობლემა მათ არ ეხებათ, რადგან ამ საკითხზე მათი თქმით, ობიექტების მესაკუთრეებმა უნდა იზრუნონ.
 
 
მოვაჭრეებისთვის გაუგებარია, რატომ არის პრობლემა ყოველი წვიმის დროს წყლის დაგუბება და შესაბამისი სამსახურები რატომ არ ახდენენ დროულ რეაგირებას პრობლემის აღმოსაფხვრელად. ისინი შესაბამის სავაჭრო პირობებს და ნორმალურ გარემოს ითხოვენ. “წლებია ეს პრობლემაა აქ, რამდენჯერაც იწვიმებს, იმდენჯერ იტბორება აქაურობა და ღია ცის ქვეშ გვიყრია საქონელი, კლიენტები ვერ მოდიან დახლამდე, რამდენჯერ მივმართეთ ადმინისტრაციას, მაგრამ არ გვეხებაო ჩვენ და ვართ ასე..“- ამბობს მაია კვანჭიანი

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...