მთავარისიახლეებიმსოფლიო,,კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა სახეში სილა გაწნეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრს'' - კარლეს...

,,კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა სახეში სილა გაწნეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრს” – კარლეს პუჩდემონი

Published on

კატალონიაში  ცატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე პარტიებმა ხმების 48% დააგროვეს, პრომადრიდულმა მოქალაქეთა პარტიამ კი 37%, თუმცა ეს უკანასკნელი არსებითი კოალიციის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს.
ის რომ არჩევნებში გაიმარჯვა კატალონიის რესპუბლიკამ,  სახეში სილის გაწვნაა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვისმინონ, – განაცხადა ბრიუსელში მყოფმა კარლეს პუჩდემონმა. 
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების მოსაზრებით, არჩევნებში გამოყოფის მომხრეების პარტიების გამარჯვება შესაძლოა, დიდი დარტყმა იყოს მარიანო რახოის მთავრობისთვის. ეს უკანასკნელი იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებით დამოუკიდებლობის მოძრაობას წერტილი დაესმებოდა. არადა,  ასეთი შედეგი ვერ დაასრულებს პოლიტიკურ კრიზისს ესპანეთში, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დაიწყო.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...