მთავარისიახლეებიპოლიტიკაიერუსალიმის საკითხზე გაეროში გამართულ კენჭისყრაში საქართველო არ მონაწილეობდა

იერუსალიმის საკითხზე გაეროში გამართულ კენჭისყრაში საქართველო არ მონაწილეობდა

Published on

საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო. როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას, ქართული დელეგაცია იქ არ იმყოფებოდა.“როგორც ვნახეთ პოზიციები გაიყო. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ჩვენ ამ კონსულტაციები გვქონდა პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა და შესაბამისად კენჭისყრაშიც“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო 9 ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.

სიახლეები

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...