მთავარისიახლეებისპორტი,,ჩაწყობილი'' თამაშებისთვის სუს-მა 5 სპორტსმენი დააკავა

,,ჩაწყობილი” თამაშებისთვის სუს-მა 5 სპორტსმენი დააკავა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  5 მწვრთნელი და მსაჯი დააკავა.  
სუს-ის განცხადებით, დაკავება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. დაკავებულ პირთა შორის არიან  საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი, ასევე ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი.
 
"გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების – ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
 
"2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს" -აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.
 
საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” პრეზიდენტი ალექსანდრე დოლიძე თამაშების ჩაწყობას გამორიცხავს:  „ეს სასაცილოა, რადგან  ამ სეზონზე ერთადერთი თამაში მოვიგეთ, ისიც სეზონის დასაწყისში, სხვა ყველა წაგებული გვაქვს და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს, ამას არ შეიძლება კავშირი ქონდეს „სოხუმთან“. განაცხადა მან.
 
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების გამო მწვრთნელების და მსაჯების  დაკავებას კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე .ეხმაურება : ”ვიცი ის, რომ დაკავებულია ორი მწვრთნელი და ორი მსაჯი ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებს გავიგებთ მოგვიანებით. ყოველთვის ვიქნებით შეურიგებელი ასეთ ფაქტებთან მიმართებაში, თუმცა, როგორც იცით, ჩაწყობილი თამაშების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებობს”, – განაცხადა მინისტრმა.
 
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...