მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულომ ზუგდიდის „ზუგდიდის“ გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო- საკითხს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოყვა

საკრებულომ ზუგდიდის „ზუგდიდის“ გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო- საკითხს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოყვა

Published on

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ურთიერთდაპირისპირება საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ დაფინანსების საკითხმა გამოიწვია, რასაც დეპუტატებს შორის ცხარე კამათი მოყვა. „3 წლის განმავლობაში თქვენი სიამაყე ზუგდიდის გუნდი არ არსებობს დღეს,  სწორედ ამას ვითხოვდით წინა საკრებულოშიც, გამჭვირვალე ყოფილიყო ბიუჯეტი, თუ სად და როგორ იხარჯებოდა თანხები. გეკითხებით,ვინ იღებს პასუხისმგებლობას გუნდზე?“-ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ანა წითლიძის ამ კითხვამ  საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ლაგვილავა გააღიზიანა :“ თქვენ ნაცინალები სტადიონის დამანგრეველი ხართ  და ფეხბურთზე მელაპარაკებით…ის 9 წელი  ჩემი ქვეყნის ისტორიაა და ვერ დავივიწყებ, ასე ვასწავლი ჩემს შვილებს და შვილიშვილებსაც ამას შევასწავლი“- უპასუხა ანა წითლიძეს ირაკლი ლაგვილავამ. საფეხბურთო გუნდთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრსაც. ბათლომე შელია ამბობს, რომ მუდმივად იმით აპელირება, თუ რას ვაკეთებდით 9 წელი. როცა დგება საკითხი გუნდის გასხვისებიშ, გეკითხებით და ხალხს გაეცით პასუხი, ამ ნაბიჟით ფეხბურთს ეშველება?“- განაცხადა ბათლომე შელიამ. ოპოზიციის შენიშვნებს ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხეს. ლაშა გოგიას თქმით, „დღეს, როცა გუნდი არის უმძიმეს ვითარებაში, აუცილებელია მას ყავდეს კერძო ინვესტორი, რომელიც იზრუნებს მის განვითარებაზე“. შენიშვნებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემაც, წოწერია მიიჩნევს, რომ გუნდის იმ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, როგორშიც ის დღეს არის,“ აუცილებელია მასზე პასუხისმგებლობა კერძო ინვესტრმა აიღოს.“ 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...