მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერის გინება მელიას და ბოდიში საზოგადოებას

პრემიერის გინება მელიას და ბოდიში საზოგადოებას

Published on

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრამ საპარლამენტო უმცირესობასთან ხმაურის ფონზე ჩაიარა. დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას აგინა.  "შე ნაბიჭ… შენ მოგიტყ….."-ამ სიტყვების შემდეგ კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.ვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური ფრაქციის წევრებს შორის პარლამენტში, ხატია დეკანოიძის კითხვის შემდეგ დაიძაბა, როდესაც პრემიერ-მინისტრი, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოების მოტყუებასა და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. დაძაბულ საუბარში მალევე ნიკა მელია ჩაერთო, რასაც შელაპარაკება და შემდეგ უკვე გინებაც მოჰყვა. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დერეფნებში გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს უკვე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილმა ამ ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ნებისმიერ ადამიანს, პირველ რიგში მან უნდა დაიცვას საკუთარი ღირსება.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...