„აქ ცირკი არ არის და ნუ ჯამბაზობთ, უზრდელი ხარ“- ასე მიმართა დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ანა წითლიძეს, რომელსაც მერთან შეკითხვები ქონდა. „თქვენმა პრემიერმა მოგცათ მაგალითი გუშინ გინების და რა უნდა მიკვირდეს თქვენგან, უზრდელები თქვენს ოჯახში მოიკითხეთ“- უპასუხა მერს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. დღევანდელ სხდომაზედეპუტატების დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ დაფინანსებისა და საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრების თანხასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებმა გამოიწვია.
„მამაკაცი რომ იყო შეგაგინებდი“- პრემიერის ძველბიჭური გარჩევის სტილი ზუგდიდის მერს გადაედო [Video]
Published on