მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე - ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი ურთიერთბრალდებები პარლამენტში

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე – ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი ურთიერთბრალდებები პარლამენტში

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მთავრობის რეაგირების შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა. 
გუშინ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა.
მინისტრმა თავის მხრივ   ოპოზიცია დაადანაშაულა პოპულისტურ განცხადებებსა და საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში .
 
„ეს იყო პოპულისტური განცხადება გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ყველა ჩვენთაგანისთვის უმძიმესი ფაქტი და ძალიან დიდი ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თითოეული მათგანი ძალიან კარგად არიან  ინფორმირებულნი, ან უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თუ რა კეთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ასევე მთავრობის მხრიდან ამ საქმის ირგვლივ, მიუხედავად ამისა, ისინი საუბრობდნენ, რომ საკითხზე უნდა მოვახდინოთ კომუნიკაცია ევროპარლამენტთან, მაშინ როცა ეს ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან. მე დღეს თან მაქვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რეზოლუცია და განცხადება, რომელიც გაკეთებულია ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს არის არა მხოლოდ განცხადებები, არამედ გადაწყვეტილებები, სადაც ხაზგასმით არის დაგმობილი როგორც თვითონ მკვლელობის ფაქტი, ასევე დაგმობილია ის რეაქცია და რეაგირება რაც საოკუპაციო რეჟიმს ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.  ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ კარგად გაერკვნენ რას ნიშნავს რეაგირება საერთაშორისო ფორმატებში, რომელ ფორმატებში უნდა მოხდეს საკითხზე რეაგირება და სად არის ამის ადგილი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მან ისაუბრა იმ  საერთაშორისო რეაგირება და გამოხმაურებები, რაც ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს მოჰყვა პარტნიორი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოკლეს. 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...