მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო

ზუგდიდის მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო

Published on

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებას აპირებს.ყოფილი რუსულენოვანი გიდი ელზა ზოდელავა მუზეუმიდან 2017 წლის თებერვალში დაითხოვეს. ზოდელავამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუზველზე შეიტანა შემდეგი მოთხოვნით: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. სასამართლოში ელზა ზოდელავას ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა."ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ამის შემდეგ გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ჩვენი მოთხოვნები სამივე ნაწილში დააკმაყოფილა, განუცხადა "ოდიშინიუსს" ლელა მოწონელიძემ. "ეს იყო უსამართლობა, მუზეუმში ბევრი უსამართლობა ხდება, ჩემი გათავისუფლება პირადი ინტერესების გამო მოხდა, როგორც კი მექნება ოფიციალური განჩინება, სამსახურში დავბრუნდები"- განაცხადა ზოდელავამ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...