მთავარისიახლეებისაზოგადოებასეს-მა ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის ათზე მეტი, ვირის ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი...

სეს-მა ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის ათზე მეტი, ვირის ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი გამოავლინა

Published on

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის ათზე მეტი შემთხვევა გამოავლინა. ამასთან, გამოვლენილია ვირის ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი.„სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმებულია ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე.კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ) და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს ხორცის სახეობა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...