მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ყავს

Published on

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დღეს ერიკ ჰოგი დაამტკიცა ამის შესახებ მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.ჰოგი ამ პოზიციაზე მოვალეობას 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ასრულებდა. მანამდე, 2015 წლის აპრილიდან მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მან ხელმძღვანელის პოსტზე ლიტველი კიასტუტის იანკაუსკასი შეცვალა.ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008წლიდან ხორციელდება, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დასრულებისას ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...