მთავარისიახლეებიმსოფლიოყირიმის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთი ოკუპანტად არის დასახელებული

ყირიმის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთი ოკუპანტად არის დასახელებული

Published on

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციაზე რეზოლუცია მიიღო.
 
რეზოლუციაში ”ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში( უკრაინა)” რუსეთი ოკუპანტ ძალად არის დასახელებული და საუბარია ყირიმში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, საერთაშორისო ნორმებისა და ვალდებულებების უგულვებელყოფაზე, რუსეთის იურისდიქციის უკანონოდ გავრცელებაზე.
 
რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ოკუპანტად ასახელებს, მხარი დაუჭირა 70 -მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 26 და 76 -მა ქვეყანამ თავი შეიკავა.გაეროს წევრი ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: სომხეთი, ბელორუსი, ბოლივია, ბურუნდი, კამბოჯა,კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩინეთი. კუბა, ერიტრეა, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მიანმა, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სერბეთი, სამხრეთ აფრიკა, სუდანი, ტაჯიკეთი, უგანდა, უზბეკეთი, ვენესუელა, ზიმბაბვე.რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტია. დოკუმენტის თანახმად, გაეროს წევრი ქვეყნები რუსეთს ჰააგის სასამართლოს მიერ 2017 წლის 19 აპრილს მიღებული შუალედური გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის მოქალაქეების უფლებების აღდგენას ავალდებულებს.
 
რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე განათლების პროცესი უკრაინულ ენაზე უზრუნველყონ, შეწყვიტონ უკრაინელების, ყირიმელი თათრების, სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაცია.
 
დოკუმენტი გმობს ყირიმში მცხოვრები პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას და იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც უკავშირდება ოკუპანტი ძალის პასპორტის აღებაზე უარის თქმას. ამასთან, საუბარია და გამოთქმულია შეშფოთება ყირიმის მილიტარიზაციაზე.
 
გაერო გმობს იმ ფაქტს, რომ მანდატის მიუხედავად, ყირიმში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიას მუშაობის საშუალება დღემდე არ აქვს.
 
ოკუპირებული ყირიმის და სევასტოპოლის შესახებ ეს გაეროს გენერალური ასამბლეის უკვე მესამე რეზოლუციაა. პირველი 68/262 გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2014 წლის მარტში მიიღო. გაერომ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არაკანონიერად სცნო 2014 წლის 16 მარტის რეფერენდუმი, რომელიც ყირიმის ოკუპაციის საფუძველი გახდა.
 
გაეროს მეორე რეზოლუცია 71/205 2016 წლის 19 დეკემბრით თარიღდება. საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთი ოკუპანტ ძალად დაასახელა და რუსეთს ყირიმელი თათრების რეპრესიების შეწყვეტისა და უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ ასამბლეას მხარდაჭერისა და რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...