გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ. 18 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.ეს პროექტი, რომელიც პალესტინამ მოამზადა, უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ შეიტანა. რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.8 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...