მთავარისიახლეებისაზოგადოება„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერს და ა.ა.ი.პ_ის ხელმძღვანელს იბარებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერს და ა.ა.ი.პ_ის ხელმძღვანელს იბარებს

Published on

„გოგიამ მოახერხა, რომ არჩევიდან პირველივე წელს, ზუგდიდის სოფლების ბაღებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები არ დაგურიგდებათ და ამისთვის ფულის შეგროვება მშობლებს უწევთ“.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ანა წითლიძემ  კომისიის წევრებს მუნიციპალიტეტის ბაღებში საახალწლო ზეიმის უსაჩუქროდ ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საკითხის დაუყოვნებლივ განხილვა მოითხოვა. წითლიძის ინფორმაციით, ფრაქციას რამდენიმე მშობელი ცხელ ხაზზე დაუკავშირდა და აცნობა, რომ საჩუქრების  თანხის, თითოეულ ბავშვზე  20 ლარის შეგროვება  მშობლებს მოუწევდათ.. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 10 ათასი ლარის ოდენობის ტენდერი ჩაიშალა, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ კი ხელმეორედ ტენდერის გამოცხადება ვერ ესწრებოდა.“ ლიკვიდაციამაც შეგვიშალა ხელი, ჩვენ არ გვითქვამს რომ მშობლებმა შეაგროვეთ საჩუქრების ფულიო, გავითვალისწინეთ ის, რომ ეკონომიურად ძალიან უჭირთ მშობლებს და ისიც კი ვთქვი, რომ ზედმეტი ფორმებიც კი არ შეეკერათ ბავშვებისთვის, ამ ზეიმს ჩვენ შიდა აქტივობის სახით ჩავატარებთ. ჩვენ გვაქვს კვების პროდუქტები და დესერტები, რითაც მოხდება საჩუქრების შევსება“- განაცხადა  ცენტრის დირექტორმა ციცანა თოლორაიამ.ნაციონალური მოძრაობა საკითხის გატანას საკრებულოს სხდომაზე ითხოვს.
  

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...