მთავარისიახლეებიმსოფლიო,,რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რეგიონში სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა''...

,,რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რეგიონში სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა” – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებულ ვარიანტში

Published on

 
გუშინ, 18 დეკემბერს თეთრმა სახლმა  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული ვარიანტი  გამოაქვეყნა. 
ამასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერებციაზე პრეზდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სტრატეგია ოთხ მთავარ ფუნდამენტზე დგას: "სამშობლოს დაცვა, ამერიკული კეთილდღეობის განვითარების ხელშეწყობა, მშვიდობის იძულება და მსოფლიოს კონკურენციაში ამერიკის გავლენის გაძლიერება."
 
68-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ გლობალურ საფრთხეებზე,  რომელიც აშშ-ის წინაშე დგას, ასეთად კი ვაშინგტონი პირველ რიგში რუსეთსა და ჩინეთს განიხილავს,  საფრთხედ განიხილება ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკაც, ასევე "ისლამური სახელმწიფო" და "ალ-ქაიდა".
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტში კლიმატის ცვლილება საფრთხეებს შორის აღარ არის დასახელებული.
 
 დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები. კერძოდ,  ნათქვამია, რომ რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რეგიონში სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა.
 
"რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას მუქარის შემცველი ნაბიჯებით, მათ შორის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებით და შეტევითი ხასიათის შეიარაღების განთავსებით," – წერია დოკუმენტში.
 
 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...