მთავარისიახლეებიპოლიტიკა„პოროშენკომ ჩემი ქვეყნიდან გაძევების საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო" - სააკაშვილი

„პოროშენკომ ჩემი ქვეყნიდან გაძევების საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო” – სააკაშვილი

Published on

"ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ "პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო".უკრაინული ტელეკომპანია news one-ის ეთერში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უკვე მოელაპარაკა საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში მისი დაკავება და ექსტრადირება იგეგმება.მან მომხრეებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს.„როგორც ვხვდები პრეზიდენტმა პოროშენკომ, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემს დაკავებასა და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართვცელოში ცრუ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს.უკრაინის ისუტიციის სამინისტრო კი, ამზადებს დოკუმენტაციას, რომ ჩემი თავიდან მოშორება არა გენერალური პროკურატურის, არამერდ უისტიციის სამინისტროს მეშვეობით განხორციელდეს. სავარაუდოდ, მე ქვეყანაში აღარ ვიქნები რადგან აქეედან რომელიმე ქართულ ციხეში გადამიყვანენ, მაგრამ ხალხი მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების შეცვლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მაინც უნდა გამოვიდეს,» – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...