მთავარისიახლეებიკონფლიქტებისირიაში, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი დაიღუპა.

სირიაში, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი დაიღუპა.

Published on

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სირიაში, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი დაიღუპა. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა."კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება "ჰაიატ ტახრირ ალ შამის" რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება "ფრონტი ან ნუსრას" ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო", – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...