საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ შეხვედრა შესთავაზა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის ცენტრში, გუშინ, „იმპიჩმენტის მარშზე“ განაცხადა.სააკაშვილის განცხადებით, მზადაა უკრაინის მეთაურთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს, ოღონდ მოწმეთა თანდასწრებით.„მზად ვარ მას კიდევ ერთხელ შევხვდე. ვთავაზობ ტელეკამერების წინ შეხვედრას ადამიანების თანდასწრებით და საუბარს იმის შესახებ, წყნარად როგორ ჩამოვაშოროთ ოლიგარქები ხელისუფლებას, როგორ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, როგორ დავასრულოთ უკრაინელთა გულისამრევი დამცირება, უსისხლოდ, ძალადობისა და ესკლაციის გარეშე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...