მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ჯანაშია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტურის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

ლევან ჯანაშია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტურის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

Published on

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტურის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს ლევან ჯანაშია. კანდიდატი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ორი კვირის ვადაში კი, უკვე მეორე ტურის კენჭისყრა უნდა გაიმართოს, თუმცა ჯანაშია მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევანის გაკეთება ადვოკატებს დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის მოუწევთ. თუმცა, თავად ჯანაშია საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.„არჩევნების ისევე და ისევ ძალიან სერიოზული დარღვევებით არის ჩატარებული და პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ სამართლიანობის თვალსაზრისით დანიშნული უნდა იყოს ეს არჩევნები ხელახლა, უნდა გაბათილდეს ის მონაცემები, რომელიც არის. იმისთვის, რომ მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტური არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტური უნდა იყოს ნამდვილი. მე არ ვთვლი, რომ პირველი ტური ნამდვილია. აქედან გამომდინარე, არავითარ მეორე ტურზე საუბარი არ მაქვს,“ – აცხადებს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....