მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროკავშირის წარმომადგნლები ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობის გახსნაზე და გამოფენაზე ბრიუსელში?

ევროკავშირის წარმომადგნლები ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობის გახსნაზე და გამოფენაზე ბრიუსელში?

Published on

 გავრცელებული ცნობით,  ბრიუსელში 14 დეკემბერს, აფხაზეთის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად  დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია ჩავიდა,   ღონისძიებას ბელგიის სამეფოში საოკუპაციო რეჟიმის სახვა  წარმომადგენლებთან ერთად  რუსეთის საელჩოს მრჩეველი-დესპანიც დაესწრო.
 
გამოფენის ორგანიზატორია აფხაზეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა, რომელიც ახლახან ოფიციალურად დარეგისტრირდა და გაიხსნა ბელგიაში. წარმომადგებლობის მიზანია აფხაზეთის პოპულარიზაცია და ინვესტიციების მოზიდვა და მხარდაჭერის მოპოვება საერთაშორისო სავაჭრო ეკონომიკური კავშირებისა   და ტურიზმის განვითარებაში.
აფხაზური მედიის ცნობით, წარმომადგენლობის პრეზენტაციას და გამოენის გახსნას ესწრებოდნენ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ბელგიაში, მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირები  და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა მათთვის, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, გაეროს წარმომადგენლები .
ბრიუსელში გამართულ გამოფენას და ოკუპირებული აფხაზეთს დელეგაციის ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა.  მისი თქმით,  ეს იყო არა დელეგაციის, არამედ კერძო პირთა ვიზიტი, თუმცა განცხადებაში  არაფერს ამბობს ევროსტრუქტურებისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობაზე და შემომიფარგლა  ზოგადი განცხადებით, რომ  ევროკავშირი აგრძელებს  არაღიარების პოლიტიკას.  
 
"ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები და შეხვედრები, რომელიც რა თქმა უნდა, არანაირად არ არის ევროკავშირის და საერთაშოროსო საზოგადოების და არც ერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკის შესაბამისი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ საკითხზე ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მშვიდობიანი გზით მოხდეს კონფლიქტის დარეგულირება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", – განაცხადა ჯანელიძემ.
 
მინისტრის თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქართულმა მხარემ ბრიუსელისგან ინფორმაცია ოფიციალურად უკვე გამოითხოვა.

სიახლეები

9 დემონსტრანტის საქმე – მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს...

მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება - კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის...

“მთავარი არხის” ოპერატორს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან-პროცესი დღეს გაიმართება

"მთავარი არხის" ოპერატორის სასამართლო პროცესი საქალაქოში დღეს გაიმართება - სერგი ბარამიძეს დაუმორჩილებლობას და წვრილმან...

აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოებამ ცოტაც უნდა...