მთავარისიახლეებიპოლიტიკადეკლარაციის მიხედვით, ქართველი დეპუტატებიდან ბიტკოინებს ირმა ნადირაშვილის ოჯახი ფლობს

დეკლარაციის მიხედვით, ქართველი დეპუტატებიდან ბიტკოინებს ირმა ნადირაშვილის ოჯახი ფლობს

Published on

პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის მეუღლე, ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი დავით დაღელაშვილი 15 ბიტკოინს ფლობს. ნადირაშვილმა შესაბამისი მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაში შეიყვანა, რომელიც 2 ოქტომბერს შეავსო.დოკუმენტში მითითებულია, რომ თითო ბიტკოინის ფასი 700 დოლარია. თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ვირტუალური ფულის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის ერთი ბიტკოინი 18 900 დოლარი ღირს. შესაბამისად, 15 ბიტკოინის ღირებულება უკვე 283 500 დოლარია. ვირტუალური ფული დაღელაშვილმა 2016 წელს შეიძინა.ვირტუალურ ფულს ფლობს თავად ნადირაშვილიც. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის მფლობელობაშია 100 ერთეული etherium-ი (ვირტუალური ფული, რომლის დღევანდელი ღირებულება 710 დოლარია).დავით დეღელაშვილის საკუთრებაშია ასევე 107 000 onecoin-ი, რომელსაც მედიასაშუალებათა ნაწილი ერთ-ერთ პერსპექტიულ კრიპტოვალუტას უწოდებს.ნადირაშვილის გარდა, ბიტკოინის ან სხვა ვირტუალური ფულის შესახებ მონაცემები პარლამენტის სხვა წევრთა დეკლარაციებში არ იძებნება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...