მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს ჩატარდება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს ჩატარდება

Published on

ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურს 23 დეკემბერს ჩაატარებს. შესაბამისი ინფორმაცია უკვე დაეგზავნათ ასოციაციის წევრებს. 23 დეკემბერს 12 საათზე სპორტის სასახლეში ხმის მიცემის პროცედურა თავიდან გაიმართება. პირველი ტურის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.პირველი ტურის შემდეგ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო. პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...