მთავარისიახლეებიპოლიტიკავინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? -...

ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? – ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდალი, ვეშლები ვიღაცეებში- სააკაშვილი

Published on

ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? – ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდალი, ვეშლები ვიღაცეებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს გორის დაბომბვის დეტალები გაიხსენა და გავრცელებული კადრების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. „2008 წელს გავუძელით. თბილისში კაბინეტში ვიჯექი, საფრანგეთიდან, ამერიკიდან მირეკავდნენ, მოდიან რუსები მოსაკლავად, 2 საათში მანდ იქნებიანო. ვინმემ შეატყო, რომ ნერვი ამიტოკდა? რომ ატრიალებენ კადრს, გორში დაცვა რომ დამახტა თავზე და ვაი, რა მშიშარაა – ამბობენ. ვინ ატრიალებს ამას, – მხდალი, ნაძირლები. თვითონ მტერთან თანამშრომლობდნენ. მე, პრეზიდენტი, ვიდექი იქ, სადაც ბომბები იყო და რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგას, დამახტა თავზე. ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და მართლა იმ „ფარჩაკებისთვის“, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში – თავიანთი სიმხდალის. როდესმე ვინმემ ნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე, რომელიმე სიტუაციაში? ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილი, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, ვეშლები ვიღაცეებში. ასეთ სიტუაციაში მე ვმობილიზდები, ვარ კარგ ფორმაში, ადრენალინი მაქვს და რაღაც მომენტში კარგ ხასიათზე ვდგები. ვერ ვიტყვი, რომ 2008 წელს კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აქ ნამდვილად, კარგ ხასიათზე ვიყავი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...