მთავარისიახლეებიპოლიტიკააღმოვჩნდი მთავარი სამიზნე უკრაინის მთავარი ოლიგარქატის, მარტო პოროშენკოსი არა,“

აღმოვჩნდი მთავარი სამიზნე უკრაინის მთავარი ოლიგარქატის, მარტო პოროშენკოსი არა,“

Published on

"ხალხს შენ თვითონ უნდა აჩვენო, რომ მზად ხარ თავის გაწირვისთვის," – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შაბათის კურიერთან გააკეთა.ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, დაკავების დღე დეტალურად შაბათის კურიერთან გაიხსენა. მიხეილ სააკაშვილი ყვება, რომ სპეცრაზმი მისი სახლის კარის შემტვრევას 45 წუთის განმავლობაში ცდილობდა.
მისი თქმით, ჩახშული იყო სატელეფონო სიგნალი და მან თანაპარტიელ დავით საყვარელიძესთან დაკავშირება ტელეგრამის მეშვეობით სმს შეტყობინების საშუალებით შეძლო.  ვითარების გასარკვევად კი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადავიდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა სახლს მიღმა, სადაც უკვე სპეცრაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.რამდენიმე საათის შემდეგ ხელბორკილდადებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი სადარბაზოში გაიყვანეს. სააკაშვილის დაკავების ოპერაცია უკვე დასრულებული იყო, როდესაც ყველაფერი თავიდან დაიწყო – სააკაშვილის მხარდამჭერებმა ბადრაგის მანქანა ალყაში მოაქციეს, გზა ჩაუხერგეს და არ უშვებდნენ.ორშაბათს საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის პროკურატურაშია დაბარებული. არ არის გამორიცხული, სააკაშვილი ის ისევ დააკავონ.  თავად უკრაინული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ყველა სცენარისთვის მზად არის, მათ შორის საქართველოში ექსტრადირებისთვის და მატროსოვის ციხეში ჩასაჯდომად.წაყენებულ ბრალზე საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ წამოიწყეს, მისი ქვეყნიდან გაძევებაზეა გათვლილი.„ეს საქმე ხომ იმაზე არ არის გათვლილი, რომ სასამართლოში რამე დაიცვა, ეს საქმე არის გათვლილი მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყნიდან გამაძევონ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ის აღნიშნავს, რომ პოროშენკო ლუცენკოს ბევრ ფულს უხდის. სააკაშვილის თქმით, პოროშენკომ ის ამოიჩემა.„ასეთი ბედი მარგუნა ღმერთმა, რომ აღმოვჩნდი მთავარი სამიზნე უკრაინის მთავარი ოლიგარქატის, მარტო პოროშენკოსი არა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...