თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დედაქალაქის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო. სულ კენჭისყრაში 40 დეპუტატი მონაწილეობდა. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები აღარ იმყოფებოდნენ. მათ განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომა დატოვეს. თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 861 მილიონ ლარს შეადგენს და ის შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ გაიზარდოს. როგორც სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ბიუჯეტი გაიზარდება 14 მილიონ ლარიანი ტრანსფერისა და 8 მილიონი ლარის ეკონომიების ხარჯზე. ბიუჯეტის დამტკიცებას სხდომაზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მერისთვის შეკითხვებით მიემართათ, თუ რატომ არ მოხდა მათი ინიციატივების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინება.
სიახლეები
საზოგადოება
მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა
სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...
საზოგადოება
ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება
"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...
სიახლეები
მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...
მსოფლიო
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...