მთავარისიახლეებისამართალირა მოხდა მუჟავაში? დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს

რა მოხდა მუჟავაში? დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს

Published on

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახს გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.  ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს კონკრეტულ პირს აფარებს და კატეგორიულად მოითხოვს მის დასჯას.
 
ოჯახის ადვოკატმა საქართველოს მთავარ პროკურორს ოფიციალური წერილით მიმართა და საქმის გამოძიების სხვა კუთხით წარმოების დაწყება მოითხოვა. როლანდ შონიას მტკიცებით, აღნიშნულ საქმეში არსებულ ჩვენებებსა და სხვა მასალებში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები იკვეთება, რაცბადებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს  სიცოცხლით გაუფრთხილებლობით მოსპობაზე ბევრად მძიმე დანაშაულთან და ამასთან  მეტი ადამიანის მონაწილეობით 
 
“ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, ჩემდაუნებურად გადავტენე, არ ვიცი როგორ გავმოვკარი სასხლეტს ხელი, უეცრად გამივარდა, ვერც აღვიქვი, როგორ… ასევე ამბობს, რომ ხელები დაბანილი აქვს. ჩნდება კითხვა, რატომ არ იქნა 20 საათამდე დაკითხული ეს პირი, მაშინ, როცა, გამოძიების ვერსიით, გასროლა 13:30სთ-დან 14:00-მდე მოხდა. ასევე, კითხვა გვაქვს, რატომ არ არის ამოღებული დენთის კვალი, რატომ მიეცა უფლება, რომ დაებანა ხელები და დენთის კვალი, როგორც მტკიცებულება, გამქრალიყო. შეუსაბამობებია დროსთან დაკავშირებითაც“, – აცხადებს შონია.
 
მისივე განმარტებით,  იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს არა ბრალდებულის, არამედ ოფიცრის საკუთრება იყო. “ თუ გამოძიების ვერსია მართალია, როგორ შეიძლებოდა მათი ასე უმეთვალყურეოდ დატოვება“ – თქვა შონიამ. 
 
გამოძიების ვერსიით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი,  26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანხმლები მესაზღვრის ტყვიამ იმსხვერპლა.
 
 გამოძიება დაწყებულია 116 მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სიახლეები

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს...

სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო....

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე მივიდა - სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო...