მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება

ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება

Published on

ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება იყო, საპარლამენტო კულუარებში უკვე ერთი თვეა, საუბრობენ, თუმცა ახალი ფრააქციების შექმნის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ საღამოს დაადასტურა. მისი თქმით, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. 
„კურიერის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერმინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის.ასევე ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...