რაფაელის ორი უცნობი ფრესკა ვატიკანში

0
460
მკვლევარებმადაადგინეს, რომ  ვატიკანში, კონსტანტინეს დარბაზში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს 2015 წელს  აღმოჩენილი ორი ფრესკა  რაფაელ სანტის ეკუთვნის.    ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 
 
 სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს რაფაელის უკანასკნელი ნამუშევრებია: მხატვარმაი სინი1519 წელს, გარდაცვალებამდე1 წლით ადრე დახატა. 
 
 ფრესკებზე  ქალის ორი ალეგორიული ფიგურაა  გამოსახული: ერთი სამართლიანობის სიმბოლოა, მეორე კი მეგობრობის. ფერმწერმა მათი დასრულება ვერ მოასწრო ( მუშაობის დაწყებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, 37 წლის ასაკში) და მისი  სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა მოწაფეებმა მიიყვანეს  ბოლომდე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რაფაელის ავტორობა დავიწყებას მიეცა. თუმცა კი რესტავრაციის დროს აღმოჩენილმა ფრაგმენტებმა სიმართლე გაამჟღავნეს.
 
რაფაელის ავტორობის დადგენაში სპეციალისტებს რამდენიმე ფაქტი დაეხმარა – ისტორიულად ცნობილია, რომ რომის პაპმა იულიუს მეორემ რაფაელს  სიქსტის კაპელასთან ერთად თავისი აპარტამენტების მოხატვა შეუკვეთა.
 
 ეს უკანასკნელი მას 1508 წელს  შეუვეთეს – ფერმწერს ზეთის საღებავებით უნდა  მოეხატა პაპის ერთ-ერთი მისაღები ოთახი,,კონსტანტინეს დარბაზი'', სადაც აღმოჩნდა კიდეც  ეს ორი ფრესკა, რომელიც  მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვაგამოსახულებებისგან და პირველ რიგში  შესრულების ტექნიკით. ექსპერტების ერთერთი მთავარი არგუმენტია, რომ რაფაელი თავისქმნილებებში  საღებავების დატანების თავისებურ მანერას იყენებდა და უჩვეულო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ  შუქ-ჩრდილებს ქმნიდა. ეს ფრესკები სწორედ ასეთია. უფრომეტიც, მიგნებული ფრესკების ქვეშ არ არის მოსამზადებელი ჩანახატები, რომელსაც, დიდოსტატებისგან განსხვავებით,  როგორც წესი,  ნაკლებად                 გამოცდილი მხატვრები იყენებენ, რაფაელს კი ეს ესკიზები არ სჭირდებოდა. 
 
რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს, არნოლდ ნესელრატი, ვატიკანის მუზეუმების ტენიკური და სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი, რაფაელის ავტორობის დასამტკიცებლად იმოწმებს  XVI საუკუნის წყაროებს, სადაც ნათქვამია, რომ რაფაელმა მოასწრო კედლის მოხატულობის სქემის შექმნა და იმ ორი ფიგურის შესრულებაც, რომელიც კომპოზიციის კიდეზეა დატანებული.
 
  სულ კომპოზიცია შედგება ოთხი ფრესკისგან, რომელიც ალეგორიულად ასახავს იმპერატორის ცხოვრების უნიშვნელოვანეს მოვლენებს. კონსტანტინე რომის პირველი  იმპერატორია, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო,  შესაბამისად, ფრესკებზე ასახულია: ,,ჯვრის ხილვა'', ,,კონსტანტისეს შეტაკება მაქსენციუსთან'', ,,კონსტანტინეს ნათლობა'' და ,,კონსტანტინეს ძღვენი". 
 
აქამდე ითვლებოდა, რომ  ფრესკები შესრულებული იყო  რაფაელის მოწაფეების მიერ სავარაუდოდ მისი  ესკიზების მიხედვით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა,  არა მხოლოდ მათ მიერ, არამედ თავად დიდოსტატის მიერაც.  
,,ამ ორი ფიგურის არსებობის  შესახებ  ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა მხოლოდ ახლა გახადა შესაძლებელი მათი მიგნება და დეტალურად შესწავლა'' – აცხადებენ ვატიკანის მუზეუმების პრესსამსახურში.  



 

 

წინა სტატიასასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. უბედური შემთხვევა თუ უსაფრთხოების ზომების იგნორირება სამშენებლო კომპანიის მხრიდან –
შემდეგი სტატიაგვქონდა ,,ხმოსნები”, გვექნება ,,ნამდვილხმოსნებიც”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური