მთავარისიახლეებისაზოგადოებაყულიშკარში ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა

ყულიშკარში ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა

Published on

წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში   საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
სახლი მაქაცარიების ათსულიან ოჯახს ეკუთვნის, საბედნიეროდ, მათგან არავინ დაშავებულა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია და ისე სწრაფად მოედო სახლს, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ოჯახი ახლა თავს აფარებს იქვე, ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობას, რომელიც სახანძრო -მაშველი ბრიგადისა და მეზობლების ძალისხმევით   ცეცხლს გადაურჩა, მაგრამ საცხოვრებლად, მით უფრო მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის, უვარგისია.   
 
 გვიანი ღამის გამო, სოფელმა ცეცხლი მაშინღა შეამჩნია, როცა მთელ სახლს იყო მოდებული და სანამ სახანძროს გამოიძახებდნენ, მთლიანად დაიწვა. სახანძრომ ისღა შეძლო, რომ ცეცხლი სხვა დამხმარე ნაგეობებზე არ გადასულიყო. 
დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ  ხანძრის შედეგად განცდილი ზარალი დაახლოებით,  70 000-მდე ლარს შეადგენს და არავითარი სხვა რესურსი და იმედი გარდა სახელმწიფო დახმარებისა არ გააჩნია.
სოფლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  ოჯახი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას და სამშენებლო  მერქანს მიიღებს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...