მთავარისიახლეებისაზოგადოებაყულიშკარში ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა

ყულიშკარში ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა

Published on

წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში   საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
სახლი მაქაცარიების ათსულიან ოჯახს ეკუთვნის, საბედნიეროდ, მათგან არავინ დაშავებულა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია და ისე სწრაფად მოედო სახლს, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ოჯახი ახლა თავს აფარებს იქვე, ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობას, რომელიც სახანძრო -მაშველი ბრიგადისა და მეზობლების ძალისხმევით   ცეცხლს გადაურჩა, მაგრამ საცხოვრებლად, მით უფრო მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის, უვარგისია.   
 
 გვიანი ღამის გამო, სოფელმა ცეცხლი მაშინღა შეამჩნია, როცა მთელ სახლს იყო მოდებული და სანამ სახანძროს გამოიძახებდნენ, მთლიანად დაიწვა. სახანძრომ ისღა შეძლო, რომ ცეცხლი სხვა დამხმარე ნაგეობებზე არ გადასულიყო. 
დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ  ხანძრის შედეგად განცდილი ზარალი დაახლოებით,  70 000-მდე ლარს შეადგენს და არავითარი სხვა რესურსი და იმედი გარდა სახელმწიფო დახმარებისა არ გააჩნია.
სოფლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  ოჯახი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას და სამშენებლო  მერქანს მიიღებს.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...