მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ყულიშკარში. ათსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

ხანძარი ყულიშკარში. ათსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

Published on

წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში   საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლი მაქაცარიების ათსულიან ოჯახს ეკუთვნის, საბედნიეროდ, მათგან არავინ დაშავებულა.
ცეცხლი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია და ისე სწრაფად მოედო სახლს, რომ ვერაფრის გადარჩენა მოხერხდა და ოჯახი ახლა თავს აფარებს იქვე, ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობას, რომელიც სახანძრო -მაშველი ბრიგადისა და მეზობლების ძალისხმევით   ცეცხლს გადაურჩა, მაგრამ საცხოვრებლად, მით უფრო მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის, უვარგისია.     
 გვიანი ღამის გამო, სოფელმა ცეცხლი მაშინღა შეამჩნია, როცა მთელ სახლს იყო მოდებული და სანამ სახანძროს გამოიძახებდნენ, მთლიანად დაიწვა. სახანძრომ ისღა შეძლო, რომ ცეცხლი სხვა დამხმარე ნაგეობებზე არ გადასულიყო. 
დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ  ხანძრის შედეგად განცდილი ზარალი დაახლოებით,  70 000-მდე ლარს შეადგენს და არავიტარი სხვა რესურსი და იმედი გარდა სახელმწიფო დახმარებისა არ გააჩნია.
სოფლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  ოჯახი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას და სამშენებლო  მერქანს მიიღებს.
 
 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...