მთავარისიახლეებიმსოფლიო”ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება

”ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება

Published on

”ისლამური სახელმწიფო” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება. ამის შესახებ ”როიტერსი” წერს. ”ისლამური სახელმწიფო” ტერორისტული თავდასხმებით სადღესასწაულო ღონისძიებებზე იმუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებული, თუმცა, დასავლურ მედიაში აქცენტი კეთდება, რომ წელს აშშ და ევროპის მსხვილი ქალაქები, სადღესასწაულო ღონისძიებებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩაატარებენ. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...