მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმერ პუტინს ჩემი ეშინია - მიხეილ სააკაშვილი

ვლადიმერ პუტინს ჩემი ეშინია – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, დღეს ვალდემერ პუტინის მიერ, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.
მიხეილ სააკაშვილი თავის facebook-გვერდზე წერს,, რომ რუსეთის ლიდერი ვერა და ვერ  ივიწყებს მას და შემთხვევითი არაა, რომ პუტინის თეზისები უკრაინის ხელისუფლების ტერმინოლოგიას ემთხვევა."დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ჩემს წინააღმდეგ და ჩემი დაკავებაც ეს "ეფ-ეს-ბესა" და "ეს-ბე-უს" ერთობლივი ოპერაციაა," – წერს მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მისი ძალიან ეშინია.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა რიგით მე-13 ყოველწლიურ შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმე ახსენა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებას ნიშნავს. 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...