მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს

უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას  უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ერთი წლით მაინც, 2019 წლამდე   დატოვოს უკრაინა.
 
,,ისინი მეუბნებიან – „თუ არ გინდა დიდი უბედურება გადაგხდეს, გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან თუნდაც  ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე“ – განაცხადა  მან ტელარხ NewsOne-ს გადაცემაში ,,უკრაინული ფორმატი''. ინფორმაცია ამის შესახებ არხის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. 
 
„აი, გუშინ იური ლუცენკომაც განაცხადა: ჩვენ მას დავაპატიმრებთ ან  შეუძლია თვითონ დატოვოს ქვეყანა, მაგრამ თუ  ამას არ გააკეთებს, ჩვენ მას საქართველოს გადავცემთ. … ანუ ამბობს, რომ სახელმწიფო დამნაშავე ვარ, მაგრამ შემიძლია დავტოვო ქვეყანა.   სადმე გინახავთ ასეთი იურიდიული პრეცედენტი  – კაცს ბრალად ედებოდეს უძიმესი დანაშაული და ქვეყნის თავისუფლად დატოვებას ან სხვა ქვეყანაში ექსტრადირებას სთავაზობდნენ? 
 
როგორც  NewsOne იუწყება, სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ თავადაც არ იცის, რას აკეთებს. 
,,მე არ მეშინოდა. მათ შეეძლოთ მშვიდად დავეკავებინეთ  ნებისმიერ ქუჩაზე და წავეყვანეთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ  კარები შემომიმტვრიეს, გინებით მომივარდა  ბინაში 200 კაცი, შემდეგ კი 300 კაცი ცდილობდა ჩემს წაყვანას ციხეში, მეჯაჯგურებოდნენ, ხელებს მიგრეხდნენ, მაგინებდნენ… .მაგრამ ისინი ვერ დამამცირებენ, თუ თავად არ დავიმცირე თავი. არ მეშინოდა'' – განაცხადა მან. 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...