რუსეთის დელეგაციის დემარში ჟენევის დისკუსიებზე. მას დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაც კი არ სურს

0
424
 12-13 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა.
რუსეთის დელეგაციამ დევნილთა საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების ოთახი დატოვა.
როგორც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ეს არახალია, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე შეხვედრები რუსეთს დელეგაციას ადრეც არაერთხელ დაუტოვებია დემონსტრატიულად, ეს მისი  უკვე აპრობირებული   საპასუხო ნაბიჯია, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვის მცდელობაზე.
 
სამწუხაროა, რომ იგი აგრძელებს ძალიან პოლიტიზებულ მცდელობებს, არ შედგეს ასეთი დისკუსია, კერძოდ, იგი ამ საკითხს აბამს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას.  „თუ ვინმე არის დაინტერესებული, ქართული მხარე არის დაინტერესებული, რომ ეს ვალდებულება იყოს შესრულებული. საქართველოს ეს ვალდებულება აქვს აღებული ცალხმრივად, ახლა არის ჯერი რუსეთზე. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება, რომელიც უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.- დევნილთა დაბრუნება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განსახილველი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც არსებითი დისკუსიების გამართვა, რრაც რუსეთს არ სურს და   დემარშს მიმართავს. . თუმცა მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს. ჩემი სამინისტრო ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებში განიხილება დევნილთა დაბრუნების საკითხი, ასევე, ის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც უკავშირდება გადაადგილების თავისუფლებას, სამეურნეო მიწებზე წვდომას, მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლებას. ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიების რაუნდზე, არამედ ჩვენ თვითონ ვსაუბრობთ მოგვარების გზებზე და მე მინდა სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, რაც აქვს ქართულ მხარეს, ბევრ საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მითუმეტეს, ამას ძალიან ცდილობენ ჩვენი პარტნიორები – თანათავმჯდომარეები და აშშ-ის დელეგაცია“,  – აცხადებს ციხელაშვილი.
 
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ რაუნდზე ქართულმა მხარემ ყველა აქტუალური საკითხი წამოჭრა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონის მოსახლეობისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ შეზღუდვებს.
 
 
 
 
წინა სტატიაუკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩხვირკია: პოლიტიზირებულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ადვოკატების ყოფნას ზრი არა აქვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური