მთავარისიახლეებიპოლიტიკამე ერთი უიარაღო პირი ვარ. მაქვს ბევრი მინუსი. ეთნიკურად არ ვარ უკრაინელი....

მე ერთი უიარაღო პირი ვარ. მაქვს ბევრი მინუსი. ეთნიკურად არ ვარ უკრაინელი. მე აქ მხოლოდ საბაბი ვარ. მე მინდა დავეხმარო უკრაინას და ვიბრძოლებ ბოლომდე. – მიხეილ სააკაშვილი

Published on

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში მის დაკავებას და სასამართლოს მიერ გათავისუფლებას გამოეხმაურა.სააკაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.„ვინც უკრაინელებს ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების პირობა მისცა, მათ მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს. ბრავო, ბრავო! მოსამართლემ მოისმინა ყველაფერი და გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც წესი, ორი-სამი საათის შემდეგ აცხადებენ გადაწყვეტილებას. ჩემს შემთხვევაში, მოსამართლე 10 წუთში გამოვიდა და გამათავისუფლა. ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იყო სრული ისტერიკა. ლუცენკო დარბის ტელევიზიებში და პატრონს სურს დაუმტკიცოს, რომ ის არაა დამნაშავე და მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.მიხეილ სააკაშვილმა ტოკშოუში აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ისეთი სუსტია, როგორც არასდროს.„ეს არა იმიტომ, რომ მე ვარ ძლიერი. არა. მე ერთი უიარაღო პირი ვარ. მაქვს ბევრი მინუსი. ეთნიკურად არ ვარ უკრაინელი. მე აქ მხოლოდ საბაბი ვარ. მე მინდა დავეხმარო უკრაინას და ვიბრძოლებ ბოლომდე. ეს ხელისუფლება მალე აღარ იქნება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა იქნება ამის შემდეგ. როგორ გავაკეთოთ ეს მშვიდობიანი გზით, როგორ გავაკეთოთ დიალოგით, რათა არ დავკარგოთ ქვეყანა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დიალოგის გზით, მშვიდად. დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ყველასთან, არსებული ხელისუფლების და პრეზიდენტის ჩათვლით. პირველ რიგში, უნდა ვესაუბროთ უკრაინის საზოგადოებას. ხალხს მათი არ ეშინია. ხალხს გაურკვევლობის ეშინია. ფიქრობენ, რა იქნება ხვალ და რა იქნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რომ პოლიტიკოსებმა ისინი ისევ არ დაივიწყონ. ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი ჯერ არ გაგვიცია. მთავარია, ხელისუფლების სისუსტე ქვეყნის სისუსტეში არ გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...